"ქოცობა ტეხავს" - პირველი ინტერვიუ ციხიდან გათავისუფლებულ კახა კვაჭანტირაძესთან
"ქოცობა ტეხავს" - ეს იყო პირველი წინადადება, რაც ციხიდან გათავისუფლებულმა 4 ოქტომრის საქმეზე მსჯავრდებულმა კახა კვაჭანტირაძემ "პირველებს" უთხრა.
"ტვ პირველისთვის" მიცემულ პირველ ინტერვიუში, კვაჭანტირაძემ საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ხანდახან ტაქტიკური უკანდახევაა საჭიროა სტრატეგიული მიზნის მისაღწევად.
მე ახალს არაფერს არ ვიტყვი ამ ხელისუფელბაზე. მოკლედ ვიტყვი - ქოცობა ტეხავს. ყველა პოლიტპატიმარს და წესიერ ადამიანს ვუსურვებ ტავისუფლებას. ადამიანები ელოდებიან ამნისტიას, იმიტომ, რომ ძალიან ბევრია პატიმარი, როლმებიც პატიმრობას უსამართლოდ თვლიან.
ზოგჯერ ტაქტიკური უკანდახევა საჭიროა სტრატეგიული მიზნის მისაღწევად, ესსტრატეგიული მიზანია, დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველო.
დიდი მადლობა თქვენ, ტვ პირველს და ასევე ფორმულას, თქწვენ ხართ თავისუფლების ბასტიონი და სწორედ თქვენგან ვიგებდი ყველაფერს" - თქვა გლდანის ციხიდან გამოსულმა კახა კვაჭანტირაძემ.
4 ოქტომბრის დიდი შეკრების საქმეზე დაკავებულები პატიმრობიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდნენ - რამდენიმე მსჯავრდებულმა გლდანის ციხე რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
საპატიმრო დატოვეს კახა კვაჭანტირაძემ, გიორგი ტალახაძემ, მიშო თოლორდავამ, დავით გიუნაშვულმა,, გია თოლირდავამ, იური ლომიძე.