"ციხეში გაუსაძლისი ანტისანიტარიაა, ზოგი მწერის სახელი მანდ გავიგე" - პატიმრობიდან გათავისუფლებული ტალახაძე

16.10.26 13:21
"ციხეში გაუსაძლისი ანტისანიტარიაა, ზოგი მწერის სახელი მანდ გავიგე" - პატიმრობიდან გათავისუფლებული ტალახაძე

 

 

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები, რომლებიც ციხიდან საპროცესო გარიგების სანაცვლოდ გათავისუფლდნენ საპატიმროში არსებულ გაუსაძლის პირობებზე საუბრობნე.

გიორგი თალახაძის თქმით, პენიტენციურ დაწესებულებაში საშინელი ანტისანიტარიაა. მისი თქმით, ზოგიერთი მწერის სახლი სწორედ ციკხეში გაიგო. 

ციხეში ყოფნა მარტივი არ არის. მე გავიცანი ძალიან ბევრი ადამიანი, ყველას მინდა გადავუხადო და მალე დაეტოვებინოთ ეს საძაგელი კედლები. ციხეში პირობები ცუდია. ანტისანიტარია და გაუსაძლისი პირობებია. ზოგი მწერის სახელი ახლა გავიგე მანდ რომ ვნახე". - განაცხადა გიორგი ტალახაძემ. 

4 ოქტომბრის დიდი შეკრების საქმეზე დაკავებულები პატიმრობიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდნენ - რამდენიმე მსჯავრდებულმა გლდანის ციხე რამდენიმე წუთის წინ დატოვა. 

საპატიმრო დატოვეს კახა კვაჭანტირაძემ, გიორგი ტალახაძემ, მიშო თოლორდავამ, დავით გიუნაშვულმა,, გია თოლირდავამ, იური ლომიძე.