ტელეკომპანია "იმედის" ახალი თანამფლობელი მაგდა ანიკაშვილი გახდა

16.10.26 14:57
ტელეკომპანია "იმედის" ახალი თანამფლობელი მაგდა ანიკაშვილი გახდა

ტელეკომპანია "იმედის" ახალი თანამფლობელი მაგდა ანიკაშვილი გახდა - საჯარო რეესტრმა ცვლილება დღეს 16 ოქტომბერს ასახა. ანიკაშვილს ტელევიზიის წილის 25 % აქვს. საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ ტელეიმედის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნათია სონღულაშვილმა ტელევიზიის 10 პროცენტიანი წილი, მაგდა ანიკაშვილს 100 ლარად მიჰყიდა. ანალოგიური გარიგება შედგა ვასილ კალანდარიშვილსა და მაგდა ანიკაშვილს შორის. 

"იმედის" მფლობელებს შორის აღარ არის მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებული პირი ილია მიქელაიშვილი, ის არხის საკონტროლო პაკეტს 50 %-ს ფლობდა. საჯარო რეესტირის თანახმად, მიქელაიშვილმა წილი 500 ლარად გაყიდა.

დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ წილები ხელახლა გადანაწილდა და სურათი ასეთია: მარიამ (მაკა) ლომიძე,  25%  ირაკლი ჩიხლაძე, 25%  მაია ჩიგოშვილი, 25%  მაგდა ანიკაშვილი 25% 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები