შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი პატიმრობაში დატოვეს - სხდომის დეტალები
შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის, მერაბ მალანიას შვილი, პატიმრობაში დატოვეს - მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ არ დააკმაყოფილა და გიორგი მალანია ისევ ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილების საფუძვლად ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე დასახელდა.
თბილისში მოკლული მასწავლების საქმის დღევანდელ პროცესზეეე ბრალდების მხარემ საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებიც გამოიკვლია.
საქმსი პროკურორის, ქეთი სონიძის თქმით სწორედ წერილობითი მტკიცებულებებით მტკიცდება, რომ გიორგი მალანიას კავშირი ჰქონდა როგორც დანშაულის ჩადენამდე, ისე დანაშაულის ჩადენის დღეს და მის შემდეგაც მკვლელობაში მსჯავრდებულ ალექსანდრე გაბაშვილთან.
წერილობითი მტკიცებულებებით აშკარად დასტურდება ალექსანდრე გაბაშვილისა და გიორგი მალანიას ინტენსიური კავშირი დანაშაულის ჩადენამდე რამდენიმე დღით ადრე და უშუალოდ დანაშაულის ჩადენის დღესაც, ასევე დანაშაულის ჩადენის შემდგომ პერიოდშიც. განიხილავდენ მოსალოდნენ თავდასხმასთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციას. კერძოდ, ეს საჭირო ინფორმაცია იყო გიგა ავალიანის მისამართის შესახებ ინფორმაცია, მის ჩაცმულობასთან და ვიზუალურ მონაცემებით დაკავშირებული ინფორმაცია.
ალექსანდრე გაბაშვილი დემეტრე ჩიქოვანს სწერდა, რომ მისამართის გაგებაში ეხმარებოდა გიო, ნიაკოს მეგობარი, ანუ გიორგი მალანია". - განაცხადა ქეთი სონიძემ.
სხდომის შემდეგ კომენტარი გააკეთა მოკლული მასწავლებლის დედამაც, რომელიც გიორგი მალანიას დღევანდელ პროცესს ესწრებოდა.
ეკა კუპატაძის თქმით, სწორედ გიორგი მალანიას პასუხისმგებლობაზეა გიგა ავალიანის სიცოცხლის ხელყოფა.
დემონსტრაციულად როცა ეხუტები და ეფერები შვილს, ხომ შეიძლება ცოტა თავშეკავება, რომცა შენმა შვილმა მოკლა ჩემი შვილი. სწორედ გიორგი მალანიას პასუხისმგებლობაზეა გიგა ავალიანის სიცოცხლის ხელყოფა. იმიტომ, რომ ერთადერთი დღე იყო პირველი ოქტომბერი, როცა შეიძლებოდა გიგა ავალიანის მოკვლა. ჩადენილი დანაშაული უმძიმესია, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი ვერ აღიქვამს, მაგრამ შემდეგ განვითარებული პროცესებიც ადასტურებს, რომ აუცილებელია არასრულწლოვანის განრიდება ოჯახისგან. მითუმეტეს ჩვენს საუბარი გვაქვს არასრულწლოვანზე, რომელიც იოლად ექცევა გავლენის ქვეშ. სულ რარაც სამ დღეში მოაკვლევინა მისი მასწავლებელი და მისივე დახასიათებით ძალიან კარგი მასწავლებელი", - აცხადებს ეკა კუპატაძე.
ცნობისთვის, გიორგი მალანიას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი.