პატიმრობაში გაუშვეს პირები, რომლებმაც ძროხები გაყიდეს და 1 898 170 ლარი თაღლითურად მიისაკუთრეს

16.10.26 16:10
პატიმრობაში გაუშვეს პირები, რომლებმაც ძროხები გაყიდეს და 1 898 170 ლარი თაღლითურად მიისაკუთრეს

საქართველოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ორ პირს, რომლებმაც ძროხები საზღვარგარეთ გაყიდეს და აღებული 1 898 170 ლარი თაღლითურად მიისაკუთრეს 

  • ორივე პირს ბრალი ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე წარედგინა.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მარნეულის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლის მცხოვრებლებს შეუთანხმდნენ, შეეგროვებინათ მსხვილფეხა პირუტყვი, რომელსაც საზღვარგარეთ გაყიდიდნენ, ხოლო საფასურს რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხიდან გადაუხდიდნენ. ბრალდებულებმა მსხვილფეხა პირუტყვის საზღვარგარეთ გაყვანა განახორციელეს, თუმცა პირობა არ შეასრულეს და მოტყუებით დაეუფლენ 1 898 170 ლარად ღირებულ მსხვილფეხა პირუტყვს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მსგავსი სიახლეები