ივანიშვილის შეურაცხყოფისთვის დაკავებული გიორგი კირვალიძე, იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ისევ დააკავეს (ვიდეო)
ივანიშვილის შეურაცხყოფისთვის დაკავებული გიორგი კირვალიძე, იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ისევ დააკავეს.
კირვალიძეს სამართალდამცველებმა ხელბორკილები მაშინ დაადეს, როცა 7 დღიანი პატიმრობის მოხდის შემდეგ გურჯაანის იზოლატორს ტოვებდა.
როგორც სოციალურ ქსელში თამუნა გიორგაძე წერს, კირვალიძეს ამჯერად მოსამართლის შეურაცხყოფას ედავებიან.
მისივე ინფორმაციით, გამას მებრძოლის წინააღმდეგ ამჯერად სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.
ანალოგიურს უყვება "პირველებს" ირმა ბენდელიანიც - სამოქალაქო ატივისტის თქმით, საკუთარი ყურით გაიგო, როგორ უთხრა პოლიციამ კირვალიძეს, რომ სისხლის სამართლის წესით აკავებდნენ.
რომ მივედით იზოლატორთან, საეჭვოდ მობილიზებულები იყვნენ კრიმინალური თუ საპატრულო, ბევრნი იყვნენ თან. ვიფიქრე, რაიმე პროვოკაციას ხომ არ უწყობენ, ან რაღაცა-თქო. გაიღო კარი, გამოვიდა ეს ბედნიერი სახით და წამში შეახმა ღიმილი სახეზე. მიბრძანდნენ, დაადეს ბორკილები და უთხრეს დაპატიმრებული ხარ მოსამართლის შეურაცხყოფისთვის სისხლის სამართლის ამა და ამ მუხლებითო. სამშობლის სიყვარუსლ არ და ვერ პატიობენ არავის", - ამბობს ირმა ბენდელიანი.
- გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის შეურაცხყოფისთვის, 7-დღიანი პატიმრობა 7 დღის წინ მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა შეუფარდა.
- "შენ ხარ ჩვეულებრივი მონა, ბიძინას მონა", - ასე მიმართა მან მოსამართლეს.
გიორგი კირვალიძეს 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ბრალდებულ კიდევ 11 პირთან ერთად, საპროცესო შეთანხმება 24 ივნისს გაუფორმდა.
გიორგი კირვალიძემ, რომელსაც 1 წელი თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემდეგ თქვა: „თავს დამნაშავედ არ ვცნობ, გააუქმეთ [საპროცესო შეთანხმება]. ბიძინას დედასაც შ*****ი“ და სასამართლო დარბაზი დატოვა.
ამის შემდეგ, 19 აგვისტოს პროკურატურამ კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმება მოითხოვა.