იზოლატორიდან გამოსული გიორგი კირვალიძე სავარაუდოდ, სისხლის სამართლის წესით დააკავეს

16.10.26 17:01
იზოლატორიდან გამოსული გიორგი კირვალიძე სავარაუდოდ, სისხლის სამართლის წესით დააკავეს

გიორგი კირვალიძე, რომელსახ ხელბორკილები გურჯაანის იზოლატორიდან გამოსვლის შედმეგ თავდიან დაადეს,  სავარაუდოდ, სისხლის სამართლის წესით არის დააკავებული.

როგორც სამოქალაქო ატივისტი, ირმა ბენდელიანი, რომელიც გამას მებრძოლს გურჯაანის იწოლატორთან დახვდა, "პირველებს" ეუბნება, საკუთარი ყურით გაიგო, როგორ უთხრა პოლიციამ კირვალიძეს, რომ სისხლის სამართლის წესით აკავებდნენ. 

გიორგი კირვალიძე, რომელმაც 7 დღიანი პატიმრობა ივანიშვილსი გინების გამო მოიხადა, ამჯერად უკან იზოლატორში მოსამართლე თორქნიკე ქოჩქიანის შეურაცხყოფის ბრალდებით შეაბრუნეს. 

რომ მივედით იზოლატორთან, საეჭვოდ მობილიზებულები იყვნენ კრიმინალური თუ საპატრულო, ბევრნი იყვნენ თან. ვიფიქრე, რაიმე პროვოკაციას ხომ არ უწყობენ, ან რაღაცა-თქო. გაიღო კარი, გამოვიდა ეს ბედნიერი სახით და წამში შეახმა ღიმილი სახეზე. მიბრძანდნენ, დაადეს ბორკილები და უთხრეს დაპატიმრებული ხარ მოსამართლის შეურაცხყოფისთვის სისხლის სამართლის ამა და ამ მუხლებითო. სამშობლის სიყვარუსლ არ და ვერ პატიობენ არავის", - ამბობს ირმა ბენდელიანი. 

ივანიშვილის შეურაცხყოფისთვის დაკავებული გიორგი კირვალიძე, იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ისევ დააკავეს.

კირვალიძეს სამართალდამცველებმა ხელბორკილები მაშინ დაადეს, როცა 7 დღიანი პატიმრობის მოხდის შემდეგ გურჯაანის იზოლატორს ტოვებდა. 

  • გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის შეურაცხყოფისთვის, 7-დღიანი პატიმრობა 7 დღის წინ მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა შეუფარდა.
  • "შენ ხარ ჩვეულებრივი მონა, ბიძინას მონა", - ასე მიმართა მან მოსამართლეს. 

გიორგი კირვალიძეს 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ბრალდებულ კიდევ 11 პირთან ერთად, საპროცესო შეთანხმება 24 ივნისს გაუფორმდა.

გიორგი კირვალიძემ, რომელსაც 1 წელი თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემდეგ თქვა: „თავს დამნაშავედ არ ვცნობ, გააუქმეთ [საპროცესო შეთანხმება]. ბიძინას დედასაც შ*****ი“ და სასამართლო დარბაზი დატოვა.

ამის შემდეგ, 19 აგვისტოს პროკურატურამ კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმება მოითხოვა. 

მსგავსი სიახლეები