უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ლაშა ბროლაძის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დროს დაღუპული 31 წლის ლაშა ბროლაძის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს.
აეროპორტში მას ახლობლები, მეგობრები და რიგითი მოქალაქეები დახვდნენ, რომლებიც დაღუპული მებრძოლის ხსოვნისთვის პატივის მიგების მიზნით მივიდნენ.
ლაშა ბროლაძე წარმოშობით გურიიდან იყო და სოფელ მერიის სკოლა ჰქონდა დამთავრებული.
რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომს ამ დრომდე 90-მდე ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. მათგან 10-ზე მეტის ცხედარი კვლავ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რჩება.