ტრაგედია მარტყოფში - 60 წლის მამაკაცმა მეუღლე დაჭრა, თავად კი გული გაუსკდა

05.12.21 15:03
ტრაგედია მარტყოფში - 60 წლის მამაკაცმა მეუღლე დაჭრა, თავად კი გული გაუსკდა

მარტყოფში ქმარმა ცოლი დაჭრა და თავად გული გაუსკდა. 60 წლამდე მამაკაცმა ქალს დაზიანებები ყელის არეში მიაყენა. ფირუზი კოტეტაშვილმა მეუღლე პურის საჭრელი დანით დაჭრა.

ერთ-ერთი ვერსიით, მაშ შემდეგ, რაც მამაკაცმა ცოლი დაჭრა, თავადაც თვითდაზიანებები მიიყენა. 

დაშავებული ამ წუთებში საავადმყოფოშია. ექიმებმა მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარეს.

მარტოფში ყვებიან, რომ მამაკაცს ფსიქოლოგიურ პრობლემები ჰქონდა. ადგილობრივებს მომხდარის მიზეზებზე საუბარი უჭირთ, თუმცა ამბობენ, რომ 60 წლამდე მამაკაცი ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ღებულობდა.