"სანადირო თოფით და დანით თავს დაესხა მამა-შვილს და დაზიანებები მიაყენა" - ძებნილ ვალტერ როგავას ბრალი წარედგინა

16.10.26 17:38
"სანადირო თოფით და დანით თავს დაესხა მამა-შვილს და დაზიანებები მიაყენა" - ძებნილ ვალტერ როგავას ბრალი წარედგინა

სოფელ ალერტკარში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორება - საქართველოს პროკურატურამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

  • მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის “ლ” და “პ” ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ, არაერთგზის) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს გამოძიებით დადგინდა, რომ 14 ოქტომბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარში, წარსულში ჩადენილი მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი, არსებული უთანხმოების და კონფლიქტის ნიადაგზე, სანადირო თოფით და დანით თავს დაესხა დაზარალებულებს, რა დროსაც მოკვლის მიზნით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა მათ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.