გორის ცხოველთა თავშესაფრის თანამშრომელმა აქტივისტს ჯოხი დაარტყა

16.10.26 18:23
გორის ცხოველთა თავშესაფრის თანამშრომელმა აქტივისტს ჯოხი დაარტყა

გორის მერიის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის თანამშრომელმა ცხოველთა დამცველს ჯოხი დაარტყა. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და პოლიცია.

ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს.

„გარედან ვიღებდი ვიდეოს… [თანამშრომელი ქალბატონი] სრულიად არაადეკვატურია, ჯოხით გამოგვეკიდა გარეთ, ჯებირებს გარეთ, მეც და ერთ ქალბატონსაც გადაგვარტყა ჯოხი“, – ამბობს ერთ-ერთი დაშავებული.

ადგილზე ცხოველთა უფლებადამცველებმა აქცია გამართეს. აქტივისტები ითხოვდნენ თავშესაფარში შესვლას, რათა ადგილზე გასცნობოდნენ სიტუაციას, ასევე ლეკვების გამოყვანას.

აქციის ორგანიზატორის, ვადო მაჭავარიანის ინფორმაციით, მოქალაქეებმა თავშესაფრიდან ლეკვების წამოიყვანეს.

„200-მდე ლეკვი გამოვიყვანეთ, ბევრი ადამიანია ძალიან, ბევრი მოხალისეა, საბედნიეროდ, აქ არიან მანქანები, რომლებიც ამ ლეკვებს წაიყვანენ ან მომავალ პატრონებთან, ან კლინიკებში, სადაც უმკურნალებენ“, – ამბობს ვადო მაჭავარიანი.

გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელა ვიდეო გორის თავშესაფრიდან, რომელზეც ლეკვების მდგომარეობა იყო ასახული. 

ფოტო “ნეტგაზეთი“