რატომ მოკლეს 15 წლის მოზარდი - თანაკლასელები მიზეზად ქუჩურ გარჩევას ასახელებენ

05.12.21 15:15
რატომ მოკლეს  15 წლის მოზარდი - თანაკლასელები მიზეზად ქუჩურ გარჩევას ასახელებენ

რა გახდა 15 წლის მოზარდის მკვლელობის მოტივი - თანაკლასელები გოგონას გამო დაწყებულ ჩხუბს გამორიცხავენ და ტრაგედიის მიზეზად ქუჩურ გარჩევას ასახელებენ.

დავით კრავეიშვილის კლასელები "პირველებთან" ამბობენ, რომ მათი ინფორმაცით, ორი დღის წინ სკოლის ეზოში ახალგარზდებს შორის დაპირისპირება მოხდა, რაც შესაძლოა, მომხდართან კავშირში ყოფილიყო. მათი თქმით, კრავეიშვილს სანზონელებთან კონფლიქტი არ ჰქონია.

ჩვენს უბნელებთან ყოველთვის კარგად იყო. ცუდ ხასიათზე ვერასდროს ნახავდი. კონფლიქტში იყვნენ, მაგრამ არ ვიცი ვინ იყვნენ, - ამბობს ერთ-ერთი თანაკლასელი. 

15 წლის მოზარდი გუშინ სანზონაში მოკლეს. ადგილზე ამ დრომდე  საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.