მამა-შვილის დაჭრაში ბრალდებულ, ვალტერ როგავას მოსამართლემ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა
მამა-შვილის დაჭრაში ბრალდებული, ვალტერ როგავას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ბებიამ, აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.
როგავას შინაგან საქმეთა სამინისტრო წელიწად-ნახევარია ეძებს. მისი კვალი 14 ოქტომბერს მამა-შვილი, ზამირ და შადიმან როგავების დაჭრის შემდეგ ქრება, ამ დრომდე კი მასზე ძებნა მიმდინარეობს.
ვალტერ როგავა 14 ოქტომბერს ცნობილი ტიკ-ტოკერის, ზამირ როგავას სახლში შეიჭრა, ჯერ ტიკ-ტოკერს დანა ჩაარტყა, შემდეგ კი მოხუც მამას თოფიდან ესროლა.
“პირველების“ ინფორმაციით, ვალტერ როგავა, ტიკტოკერს თავს მეორედ დაესხა. რამდენიმე თვის წინ დანაშაულში მხილებული კაცი ცნობილ ინფლუენსერს სახლში ძმასთან ერთად შეუვარდა და ქალს ფულს სთოვდა, ზამირ როგავამ პოლიციაში განცხადება შეიტანა, თუმცა ვალტერ როგავამ გაქცევა მოახერხა, მიმალვაში იყო რა დროსაც მისი ძმა დაააკავეს, შურისძიების მოტივით კაცმა ნათესავების მოკვლა გადაწყვიტა.