სისხლიანი ანგარიშსწორება დუშეთში - დაჭრილია ერთი პირი

17.10.26 10:41
სისხლიანი ანგარიშსწორება დუშეთში - დაჭრილია ერთი პირი

დუშეთში ერთი ადამიანი დაჭრეს - პირს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. 

შსს-ს ცნობით, სისხლიან ანგარიშსწორებას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლციიამ ის მალევე დააკავა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დუშეთის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა ერთ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული ცხელ კვალზე  დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.