მინდა ივანიშვილს კითხვა დავუსვა... - თამარ ბაჩალიაშვილის დედა "ოცნების" ოფისთან მივიდა

17.10.26 13:30
მინდა ივანიშვილს კითხვა დავუსვა... - თამარ ბაჩალიაშვილის დედა "ოცნების" ოფისთან მივიდა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა გორგასლის ქუჩაზე "ქართული ოცნების" ოფისთან. 

თეონა თამაზაშვილს სურს პირადად დაუსვას კითვები ბიძინა ივანიშვილს და ჰკითხოს მფარველობს თუ არა იგი თამარ ბაჩალიაშვილის "მკვლელებს". 

დღეს მოვედი აქ იმიტომ, რომ გავიდე მობრძანდება ბიძინა ივანიშვილი. პირადად მინდა მივწვდინო ხმა და დავუსვა კითხვა, მფარველობს თუ არა იგი თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელებს, რადგან არ უნდათ გამოძიების დაწყება და ბევრი პასუხგაუცემელია კითხვაა ამ საქმეში. მსი გარეშე არაფერი არ ხდება ამ ქვეყანაში და მინდა გამცეს პასუხები", - ამბობს თეონა თამაზაშვილი. 

დღეს ზუსტად 14:00 საათზე უმრავლესობის სხდომა იმართება. გორგასლის ოფისში უკვე მივიდნენ "ოცნების" ლიდერები. პარტიის ოფისში სავარაუდოდ უკვე მისულია ბიძინა ივანიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ბაჩალიაშვილის ოჯახი უკვე რამდენიმე თვეა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებსი საქმეზე ხელახალ გამოძიებას ითხოვს, თუმცა უშედეგოდ.