აქცია "ოცნების" ოფისთან: პროტესტი ყველგან მოგაკითხავთ ბატონო ბიძინა, თქვენი რეპრესიების მიუხედავად, ჩვენ ვარსებობთ

17.10.26 13:41
აქცია "ოცნების" ოფისთან: პროტესტი ყველგან მოგაკითხავთ ბატონო ბიძინა, თქვენი რეპრესიების მიუხედავად, ჩვენ ვარსებობთ

ამ წუთებში სამოქალაქო აქტივისტების აქცია მიმდინარეობს "ოცნების" ცენტრალურ ოფისთან, სადაც რამდენიმე წუთში უმრავლესობის სხდომა უნდა დაიწყოს.

როგორც ადგილიდან "ტვ პირველსი კორესპოდენტი იუწყება, გორგასლის ოფისთან მობილიზებუები არიან სამართალდამცველები და პროტესტის მონაწილეეებს ოფისთან მისვლის საშუალებას არ აძლევენ.

აქტივისტების თქმით, ბიძინა ივანიშვილმა უნდა გაიგოს, რომ პროტესტი არსებობს და რომ მას ყველგან მიაკითხავს. 

ბიძინა ივანიშვილს გვინდა ვაჩვენოთ, რომ პროტესტი არსად არ გამქრალა და მიუხედავად იმისა, რომ ეუბნებიან და ატყუებენ, რომ 5 კაცი დგას პარლამენტთან, უნდა იცოდეს და თავისი თვალით დაინახოს, რომ 5 კაცი არ დგას მხოლოდ პარლამენტთან. პროტესტის ყველგან მიაკითხავს მას. ჩვენ აქ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა გაიგოს, მიუხედავად ამდენი რეპრესიებისა და მიუხედავდ ჩვენი "სიკვდილებისა", ჩვენ მაინც ვარსებობთ, ვდგავართ და ვიარსებებთ სულ", - ამბობს აქციის მონაწილე. 

დღეს ზუსტად 14:00 საათზე უმრავლესობის სხდომა იმართება. გორგასლის ოფისში უკვე მივიდნენ "ოცნების" ლიდერები. პარტიის ოფისში სავარაუდოდ უკვე მისულია ბიძინა ივანიშვილი.