პატიმარ გიორგი დავითაძის დედა "ოცნების" ოფისთან თეთრი ხელთათმანით მივიდა

17.10.26 14:03
პატიმარ გიორგი დავითაძის დედა "ოცნების" ოფისთან თეთრი ხელთათმანით მივიდა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე "ოცნების" ცენტრალურ ოფისთან თეთრი ხელთათმანით მივიდა. 

"ეს ხელთათმანია ქართული ოცნების სახე" - თქვა ირმა დავითაძემ.

პატიმრის დედამ მიმართა ბიძინა ივანიშვილსაც, რომელიც ამ წუთებში გორგასლის ოფისში იმყოფება და მისგან ციხის იმ ბადრაგების დასჯა მოითხოვა, რომელსაც გიორგი დავითაძე ძალადობაშია დანაშაულებს.  

ეს ხელთათმანია ქართული ოცნების სახე. მე მინდა რომ დაუყოვნებლივ იქნას დასჯილი, ვინც ციხეში წამებას და არააადამიანურ მოპყრობას ახორციელებს. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეოაბს, იმედს ვიტოვებ, მათ ეყოფათ გონიერება და ხალხის ხმას მოისმენენ ერთხელ და სამუდამოდ", - განაცხადა ირმა დავითაძემ.