პარტიის ოფისიდან გამოსული "ოცნების" წევრები აქტივისტებმა სტვენით და საპროტესტო შეძახილებით გააცილეს

17.10.26 16:24
პარტიის ოფისიდან გამოსული "ოცნების" წევრები აქტივისტებმა სტვენით და საპროტესტო შეძახილებით გააცილეს

პარტიის ოფისიდან გამოსული "ოცნების" წევრები გორგალის ქუჩაზე შეკრებილმა აქტივისტებმა სტვენით და საპროტესტო შეძახილებით გააცილეს.

როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იუწყება, მომიტინგეების წინ უამრავი პოლციელი ჩადგა იმისთვის, რომ მოქალაქეებს ივანიშვილის გუნდის წევრებისთვის გადაადგილებაში ხელი არ შეეშალა. 

ადგილზე იყო ხმაური - პროტესტის მონაწილეების პოლციიელებს მოუწოდებნდნე, რომ მათთვის გადაადგილების საშუალება მიეცათ. 

უმრავლესობის სხდომა უკვე დასრულდა - შეკრებამ პროტესტის ფონზე ჩაიარა.

სხდომის შემდეგ მედიასთან ირაკლი კობახიძე გამოვიდა და კომენტარი გააკეთა, თუ რა საკითხებზე ისაუბრა ივანიშვილმა გუნდის წევრებთან.