დიდი კლუბები გახსნას ითხოვენ - შრომის ინსპექციას ისინი წინადადებათა პაკეტით მიმართავენ

05.12.21 17:51
დიდი კლუბები გახსნას ითხოვენ - შრომის ინსპექციას ისინი წინადადებათა პაკეტით მიმართავენ

თბილისის დიდი კლუბები გახსნას ითხოვენ. კლუბების ხელმძღვანელებმა წინადადებათა პაკეტი შეიმუშავეს. ობიექტების მფლობელები მზად არიან მოქალაქეები გასართობად მხოლოდ პისიარ პასუხების შედეგად შეუშვან. აღნიშნულ დოკუმენტთან ერთად  სავალდებულო იქნება მწვანე პასპორტიც წარდგენაც.

სტარტეგიის შესამუშავებლად კლუბების ხელმძღვანელებს შორის საბოლოო შეხვედრა ხვალ შედგება. 

შეხვედრა ხვალისთისგადაიდო, რომ გადაწყვეტილებები მივიღოთ რას ვაპირებთ, ხვალ გავასაჩივრებთ ჯარიმასაც და ლუქის ახნასაც მოვითხოვთ. ზუსტად არ ვიცი რაზე დაგვადეს ლუქი, იმიტომ, რომ არ გვაქვს დადგენილება ლუქის დადებაზე, - ამბობს კლუბ "ხიდის" დამფუძნებელი თამუნა აქსანდერი