მარნეულში იძულებითი ქორწინების კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა - სამირა ბაირამოვა

18.10.26 12:04
მარნეულში იძულებითი ქორწინების კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა - სამირა ბაირამოვა

მარნეულში იძულებითი ქორწინების კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა ავრცელებს.

იურისტის ინფორმაციით, პოლიციამ გოგოების გადარჩენა შეძლო და ისინი უსაფრთხოდ არიან. მისივე თქმით, საქმეში მონაწილე ოჯახის წევრების მიმართ სამართალდამცველებმა შესაბამისი ზომები მიიღეს.

“მარნეულში იძულებითი ქორწინების კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა. კარგი ამბავი ისაა, რომ გოგოები კარგად არიან, ოჯახის წევრები არა.  პოლიციამ გოგოების გადარჩენა შეძლო. ჩვენ დღეს მშვიდად დავიძინებთ, მოძალადეები ვერა,“ - წერს სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები