აქციებზე დაკავებულთა ოჯახის წევრები დღეს გაზეთებს ყვარელში არიგებენ
სამოქალაქო აქტივისტები და პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა ოჯახის წევრები დღეს ყვარელში იმყოფებიან. დედაქალაქიდან რეგიონებში რიგით 50-ე გასვლის ფარგლებში, პროტესტის მონაწილეებმა მოსახლეობას საპატიმროებიდან გამოგზავნილი წერილები გააცნეს და გაზეთი „თავისუფლების ხმა ციხიდან“ დაურიგეს.
აქტივისტების განცხადებით, ამ გზით ისინი „ქართული ოცნების“ პროპაგანდას უპირისპირდებიან და საზოგადოებისთვის დაკავებულთა გზავნილების უშუალოდ მიწოდებას ცდილობენ.
შესანიშნავი დახვედრაა, ძალიან კარგად მიგვიღეს, მოგვეფერნენ, დაინტერესებულები არიან. ჩვენი მიზანი არის სიმართლის მიტანა მოსახლეობამდე, სიმართლის მიტანამდე ჩვენი სინდისისა და პოლიტიკური პატიმრების შესახებ, ასევე სიმართლის მიტანა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ მოვლენებთან დაკავშირებით, - ამბობს ზვიად ცეცხლაძის მამა ზურაბ ცეცხლაძე.