რა მდგომარეობაშია გელათის მონასტერი - კულტურის სფეროს წარმომადგენლები კითხვებზე პასუხებს ითხოვენ

18.10.26 17:37
რა მდგომარეობაშია გელათის მონასტერი - კულტურის სფეროს წარმომადგენლები კითხვებზე პასუხებს ითხოვენ

გელათის გარშემო არაერთი კითხვა ისევ პასუხგაუცემელია. მაია ბითაძის კულტურის მინისტრად დანიშვნიდან ერთი თვე გავიდა, მაგრამ უწყების ახალ ხელმძღვანელს გელათის მდგომარეობის შესახებ არაფერი უთქვამს. 

კულტურის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ მინისტრების ცვლილებას ეფექტი არ მოაქვს. არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებლის, თორნიკე ბარათაშვილის თქმით, გელათის საკითხი ახალი მინისტრისთვისაც უინტერესოა. 

გვარების ცვლილებას რომ არანაირი ეფექტი არ მოაქვს კულტურისა და ძეგლთადაცვის ჩამოშლის სისტემაში, ამაზე მეტყველებს "ქართული ოცნების" მინისტრების ხშირი ცვილება. გავიხსენოთ რუხაძის შემთხვევა და ვნახოთ, როგორ დაამთავრა მან მისი მოღვაწეობა - მისვე თანაგუნდელები მას ადანაშაულებენ ქურდობაში და გასაგებია, როგორი იქნებოდა მისი ეფექტი კულტურის მინისტრობის დროს და ეს ეფექტი ჩვენ, ყველამ ვიხილეთ როგორც გელათის შემთხვევაში, ისე კულტურის სისტემაში მთლიანად. ერთი თვე გავიდა და ქალბატონი ბითაძე ერთხელაც არ დაინტერესებულა გელათის ბედით, ადგილზე შესწავლით, რაც მეტყველებს არა მხოლოდ მის არაკომპეტენტურობაზე, არამედ უინტერესობაზე. სამწუხაროდ, ბითაძე არც გელათში ჩასულა და არც კომენტარი გაუკეთებია, - ამბობს არასამთავრობო როგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი. 

კულტურის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს თუკა რუხაძის მინისტრობის პერიოდზეც. მათი თქმით, რუხაძე თავის დროზე ამტკიცებდა, რომ გელათში ყველაფერი კარგად იყო.  

თუ რომელიმე საკითხი მწვავედ უდგას კულტურის სამინისტროს, ეს გელათის სარეაბილიტაციო სამუშაოებია და უბრალოდ, უცნაურია, რომ ერთი თვე გავიდა, რაც კულტურის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, ქალბატონი მაია ბითაძე და არანაირი განცხადება საზოგადოებისთვის იმ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, რაც მიმდინარეობს უკვე წლებია, გელათის კოპლექსში, არ გაკეთებულა. თან, ეს საკითხი მნიშვნელოვანია მითუფრო, რომ წინარმობედი მინისტრის, ქალბატონ თინათინ რუხაძის მიმართ, "ქართული ოცნების" გუნდსვე და ალბათ ქალბატონ მაიასაც აქვთ კითხვები მის საქმინოაბასთან დაკავშირებით. არადა, ქალბატონი რუხაძე საუბრობდა იმაზე, რომ გელათას დღეს აღარანაირი საფრთხე აღარ ემუქრება. უნდა ვენდოთ დღეს ქალბატონ თინათინ რუხაძის იმდროინდელ განცხადებებს?, - ამბობს ხელოვნებათმცოდნე დეა მეტრეველი. 

მსგავსი სიახლეები