პოლიტიკური მართლმსაჯულება გრძელდება - საქალაქო საამართლოში დღეს მამუკა ხაზარაძე დაიკითხება

06.12.21 10:33
პოლიტიკური მართლმსაჯულება გრძელდება - საქალაქო საამართლოში დღეს მამუკა ხაზარაძე დაიკითხება

პოლიტიკური მართლმსაჯულება - დღეს ე.წ. თიბისი ბანკის საქმეზე საქალაქო სასამართლოში დღეს მამუკა ხაზარაძე დაიკითხება. სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

"ლელოს" ლიდერი ირწმუნება, რომ ფულის გათეთრებას და მითვისებას ადგილი არ ჰქონია და მათ წინააღმდეგ საქმის აღძვრა ანაკლიის პროექტის ჩაგდებას ემსხურებოდა.

მამუკა ხაზარაძე დანებებას არ აპირებს და სისტემის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებას აანონსებს. 

ეს პოლიტიკურად მართული სასამართლო იმედია, უახლოვდება ბოლოს, ამას დასჭირდა სამი წელიწადი. ვაპირებ იმის თქმას, რაც ვთქვი სამი წლის წინ, რომ არანაირი ფულის გათეთრება არ მომხდარა, არანაირი ფულის მითვისება არ მომხდარა. სამწუხაროა, რომ ეს მარტივი ტრანზაქცია და მასში გარკვევას დასჭირდა პროკურატურის მხრიდან სამი წელიწადი, იმიტომ, რომ მატრივი ბუღალტერისთისაც კი ნათელია რასთან გვაქვს საქმე. მაგრამ სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილმა თავის ბიჭების მეშვეობით მიაღწია იმას, რომ ქვეყნისთის უმნიშნელოვანესი პროექტი, ანაკლია, ჩააგდო. სწორედ ამას ემსახურებოდა პირველ რიგში, ამ საქმის დაწყება ჩვენს წინააღდეგ და ჩვენი რეპუტაციის შერყევა, გაფუჭება საერთაშორისო ასპარეზზე. ერთი ნაბიჯით არ იქნება დახევა, არანაირი კომპრომისი არ იქნება, ბრძოლა იქნება ბოლომდე, სანამ ამ სისტემის დემონტაჟი არ მოხდება. მადლობელი, რომ მე ჩემს თავზე გავიარე და ვნახე თუ რა უსამართლო საბჭშოთა მენტალობის ქვეყანაშ ვცხოვრობთ,  - განაცხადა ხაზარაძემ სასამართლოშ მისვლისას. 

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე ფინალურ ეტაპზეა. თუ მოსამართლემ ისინი ციხეში გაუშვა, ქვეყაბას ახალიპოლიტპატიმრები ეყოლება. 

ე.წ. ფულის გათეთრების საქმე - საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას.  პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს  ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ადანაშაულებს.