ადვოკატი სვამს კითხვას, რატომ არ დაიწყო გამოძიება იმ წერილზე, სადაც ღარიბაშვილი ხელს მდინარაძეს ადებდა

19.10.26 12:14
ადვოკატი სვამს კითხვას, რატომ არ დაიწყო გამოძიება იმ წერილზე, სადაც ღარიბაშვილი ხელს მდინარაძეს ადებდა

 

 

ირაკლი ღარიბაშვილის ადოკატს, ლილი გელაშვილს აინტერესებს, რატომ არ ინტერესდება მთავარი საგამოძიებო უწყება ექს-პრემიერის იმ წერილით, სადაც ის წერს, რომ ციხეში მას მამუკა მდინარაძის სახელით შეუგზავნეს წერილი და ბრალის აღიარებას სთხოვდნენ. 

ამის შესახებ მან "პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

იურისტის თქმით, ბრალდების გაჟღერების შემდეგ პროკურატურა ვალდებული იყო მინიმუმ მოკვლევა მაინც დაეწყო. 

ადამიანმა განაცხადა საჯაროდ, რომ შეუგზავნეს წერილები. ამას მოჰყვა ვერსიები - ვინ შეუგზავმა, ეკუთვნოდა თუ არა მას. ამ დროს საგამოძიებო უწყება ვალდებულია, დაიწყოს გამოძიება - ეს კანონით არის გარანტირებული. მას უნდა დაედგინა, რეალურად მოხდა თუ არა ეს ფაქტი, და არა ისე, სამკითხაო დონეზე [დაეტოვებინა] შეაგზავნა წერილი, არ შეაგზავნა?!  ვერ გეტყვით რატომ არ [დაიწყეს მოკვლევა] უნდა გაეკეთებინათ თუმცა არ გააკეთეს. იქნებ ცილს სწამებდა ბატონი ირაკლი [მამუკა მდინარაძეს]. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა რომც არ გამოქვეყნებულიყო, გამოძიება უნდა დაწყებულიყო. 

გახსოვთ, როცა ირაკლი ღარიბაშვილმა ლაზარე ჯორბენაძის თემასთან დაკავშირებით, კითხვა დასვა, მეორე დღეს საგამოძიებო უწყებებმა, თუკი ვინმემ ამ თემაზე რამე დაწერა, ყველა დაიბარეს და გამოკითხვები ჩაატარეს, ხოლო როცა თქვა, რომ წერილი შეუგზავნეს და ამ წერილში საუბარია ისეთ თემებზე, რომელიც რომელც წიმსწრები იყო, რასაც რეალურად ბრალის წარდგენა მოჰყვა, რა თქმა უნდა ამ თემაზე გამოძიება უნდა დაწყებულიყო"- დასძინა ადვოკატმა. 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა მამუკა მდინარაძე ბიძინა ივანიშვილის დავალებით, უკანონო გარიგების შუამავლობაში დაადანაშაულა. 

19 აგვისტოს ადვოკატმა, ირაკლი ღარიბაშვილის მონახულების შემდეგ, თქვა, რომ მამუკა მდინარაძე უბრალოდ „შემსრულებელი“ იყო. 

მდინარაძემ მაშინ შუამავლობა უარყო და თქვა, რომ ღარიბაშვილი, ორ დღეში გამოქვეყნებულ ორ წერილში, „ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებდა“.

ფოტო-ილუსტრაცია აღებულია "რადიო თავისუფლების" ვებ-გვერდიდან

მსგავსი სიახლეები