ირინა სარიშვილი, თამარ ბაგრატიონის შესახებ დაწერილი პოსტის გამო, სასამართლოში დაიბარეს

19.10.26 20:25
ირინა სარიშვილი, თამარ ბაგრატიონის შესახებ დაწერილი პოსტის გამო, სასამართლოში დაიბარეს

ირინა სარიშვილი თამარ ბაგრატიონის შესახებ დაწერილი პოსტის გამო, სასამართლოში დაიბარეს,

როგორც სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს, მისი პროცესი 30 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

სასჯელი ითვალისწინებს პატიმრობას ან ჯარიმას, - წერს ის. 

აი, ვინმეს რო ეთქვა 63 წლის ასაკში წვრილმანი ხულიგნობისთვის დაგიჭერენო ,  ხოდა ამასაც მოვესწარი: დღეს საქალაქო სასამართლოში ჩამბარდა ოქმი, რომელშიც წერია რომ შსს-ს ინიციატივით, ა. წ. 30 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება სასამართლო პროცესი ჩემ წინააღმდეგ საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის გამო, რომელშიც შეურაცხყოფა მიმიყენებია თამარ ბაგრატიონისთვის (მ.ყ.-ს მეუღლე) და ფბ მომხმარებელ ვინმე ავრორა ბებიასთვის, რითაც გამომიწვევია საზოგადოებრივი წესრიგის და მოქალაქეთა სიმშვიდის დარღვევა. სასჯელი ითვალისწინებს პატიმრობას ან ჯარიმას (პოსტის და კომენტარის სქრინს კომენტარში დავდებ). არც ვიცი რა ვთქვა, - წერს სარიშვილი.