გურჯაანში კოკსაკის ვირუსის შემთხვევები გამოვლინდა - დროებით დაიკეტა საბავშვო ბაღის ჯგუფი
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ბავშვებში კოკსაკის ვირუსის შემთხვევები გამოვლინდა.
ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "მთავარი ამბები" კახეთიდან ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღსაზრდელების დაინფიცირების გამო, ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ჯგუფი დროებით დაიკეტა.
გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგის, მარინა კაპანაძის ინფორმაციით, კოკსაკის ვირუსს ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, მტკივნეული, წყლულოვანი გამონაყარი, ასევე წყლულები პირის ღრუსა და სხეულზე.
კოკსაკის ვირუსი ენტეროვირუსების ჯგუფს მიეკუთვნება და ყველაზე ხშირად 10 წლამდე ასაკის ბავშვებში ვრცელდება.