დააკავეს მშობლები, რომლებიც შვილებს, მათ შორის არასრწულოვანს თანასოფლელ კაცზე დაქორწინებას აიძულებდნენ

20.10.26 10:15
დააკავეს მშობლები, რომლებიც შვილებს, მათ შორის არასრწულოვანს თანასოფლელ კაცზე დაქორწინებას აიძულებდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე, მარნეულის მუნიციპალიტეტში სამი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, შვილებს, მათ შორის, არასრულწლოვანს, მათივე ნების საწინააღმდეგოდ აიძულებდნენ ცოლად გაჰყოლოდნენ თანასოფლელ მამაკაცებს.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამივე პირი დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 150 პრიმა და 126-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები