17 კი არა, 30 მილიონის გამოტანა შეგვეძლო...რატომ მოვატყუებდით საკუთარ ბანკს? - მამუკა ხაზარაძე

06.12.21 11:56
17 კი არა, 30 მილიონის გამოტანა შეგვეძლო...რატომ მოვატყუებდით საკუთარ ბანკს? - მამუკა ხაზარაძე

რატომ გაგვიჩნდებობდა საკუთარი ბანკის მოტყუების მიზანი, მაშინ, როდესაც ჩვენი ბანკიდან 17 კი არა, 30 მილიონის გამოტანა შეგვეძლო, - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა საკუთარ სასამართლო პროცესზე გადანცხადა. მამუკა ხაზარაძემ იმ უზუსტობებზე ისაუბრა, რომელიც მათ წინააღმდეგ აღძრულ საქმეშია. 

ოპოზიცინერმა ლიდერმა ყურაღება ლოგიკურ დასკვნებზე გაამახვილა, რომლის თანახმადაც  ბრალდებულ  პირებს ფულის აგთეთრების და ამითვისების არც აუცილებლობა და არც მიზანი არ ჰქონიათ. 

თუ მარტივად გესმით, რას ნიშნავს საბანკო სექტორიდან ფულის გამოტანა, თქვენ იცით, რომ ამას არ წყვეტს არც ერთი, არც ორი კაცი, ეს არის ძალიან მკაცრად რეგლამენტირებულია და მითუმეტეს ისეთ ბანკში, რომელიც არის სიტემური ბანკი. ეს ნიშნავს, რომ მტელი საქართველოს ეკონომიკის 40% განთავსებულია თიბისი ბანკში. აქედან გამომდინარე, მარტივი კითხვა ჩნდება, მე, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, წარმატებულ ადამიანებს, რომლებსაც  ჩვენი მოღვაწეობის განმავლობაში არც ერთი არათუ სამართლებრივი დავა, არამედ საგადასახადო ინსპექციიდანაც კი არ ვართ დაჯარიმებულები, რატომ გაგვინდა 2008 წელს ასეთი აზრი, რომ საკუთარი ბანკი, რომლის 80% ვფლობდით მე და ჯაფარიძე, რომ მოგვეტყუებინა, სადაც გვყავდა 20% ორი საერთაშორისო ყველაზე დიდი კორპორაცია... უბრალოდ კითხვა ჩნდება, ადამიანები, რომლებიც პასუხს აგებენ მთელი მოსახლეობის 40%-ის ანაბრებზე და ამხელა პასიხისმგებლობა აქვთ აღებული, მთელი ეკონომიკის 40%-ზე და საკუთარი ბანკი აქვთ და შეუძლიათ 17 მილიონი კი არა, 30 მილიონი გამოიტანონ თუ დასჭირდათ, რატომ გაგვიჩნდებოდა ასეთი მიზანი, რომ ჩვენს მეგობართან, ბატონ ავთო წერეთელთან მივსულიყავით, ისიც ჩაგვერთო ამ დანაშაულებრივ ქმედებაში და ჩვენ სამმა ისე, რომ იქით მხარეს, ვინც ამ კრედიტებს იძლევა, მოვატყუეთ იქითა მხარე, ეს ხომ არტ არის რაღაც ბუღალტრული ციფრებს გადაკეთება, ეს არის ქმედება, რომელსაც სშჭირდება მეორე მხარე, სხვნაიარად სესხი ვერ გამოვა, - განაცხადა ხაზარაძემ. 

მამუკა ხაზარძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთანდილ წერეთელს გამოძიება   ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. 

მსგავსი სიახლეები