გლდანი მოლში მოულოდნელად გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცის ვინაობა ცნობილია

20.10.26 11:06
გლდანი მოლში მოულოდნელად გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცის ვინაობა ცნობილია

გუ­შინ "გლ­და­ნი მოლ­ში" გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­ბურ­თის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ყო­ფი­ლი წევ­რი, ვე­ტე­რა­ნი ხელ­ბურ­თე­ლი და მწვრთნე­ლი, რატი მსხვი­ლი­ძეა. ინფორმაციას "ამბები.ჯი" ავრცელებს. 

რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი გუ­შინ ჰყვე­ბოდ­ნენ, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­მა თავი შე­უძ­ლოდ იგ­რძნო და წნე­ვის გა­სა­ზო­მად აფ­თი­აქ­ში შე­ვი­და, სა­დაც ის, სა­ვა­რა­უ­დოდ, გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ გარ­დაც­ვლი­ლი ვე­ტე­რა­ნი ხელ­ბურ­თე­ლი და მწვრთნე­ლი რატი მსხვი­ლი­ძეა.

"სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­ბურ­თის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცია ღრმა მწუ­ხა­რე­ბით იუ­წყე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ყო­ფი­ლი წევ­რის, ვე­ტე­რა­ნი ხელ­ბურ­თე­ლი­სა და მწვრთნე­ლის, რატი მსხვი­ლი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბას.

რატი მსხვი­ლი­ძეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი მი­უ­ძღვის ქარ­თუ­ლი ხელ­ბურ­თის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში იგი რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ისე ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა კლუბ­ში თა­მა­შობ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი სამ­წვრთნე­ლო საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ო­და და სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და ცოდ­ნას ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბას უზი­ა­რებ­და.მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა დიდი და­ნაკ­ლი­სია ქარ­თუ­ლი ხელ­ბურ­თი­სა და სპორ­ტუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის.სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­ბურ­თის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცია უსამ­ძიმ­რებს რატი მსხვი­ლი­ძის ოჯა­ხის წევ­რებს, ახ­ლობ­ლებ­სა და მე­გობ­რებს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ხელ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მსგავსი სიახლეები