„ვივამედი" კლინიკაში დავით ფეიქრიშვილის "მრავლობითი დაზიანებებით" შეყვანას ადასტურებს

20.10.26 16:54
„ვივამედი" კლინიკაში დავით ფეიქრიშვილის "მრავლობითი დაზიანებებით" შეყვანას ადასტურებს

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ პატიმარი, დავით ფეიქრიშვილი კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს.

მისი თქმით, პაციენტი N18 პენიტენციურ დაწესებულებაში, ციხის სამკურნალო დაწესებულებაში უკვე გაწერეს.

„შემიძლია დაგიდასტუროთ, დავით ფეიქრიშვილი კლინიკა „ვივამედში“ 21:00 საათზე შემოიყვანეს. მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, დაზიანებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას პენიტენციურ დაწესებულებაში მოგაწვდიან. დაკვირვების მიზნით და შესაბამისი რეკომენდაციებით გადაყვანილი იყო N18 პენიტენციურ დაწესებულებაში“, - აღნიშნა ჩხაიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ მოხდა მისი დატოვება კლინიკაში, ჩხაიძე შემდეგნაირად პასუხობს:

ეს შეგიძლიათ კითხოთ პენიტენციურის სამედიცინო დეპარტმანეტს.

შეგახსენებთ, რომ დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედამ არ გამორიცხა, რომ  შვილებზე ციხის საკანში  მოწყობილი სასტიკი ანგარიშსწორება ერთ-ერთი მათგანის მობილურ ტელეფონში შენახულ შესაძლო მტკიცებულებებს უკავშირდებოდეს.

გლდანის ციხეში მყოფი დავით ფეიქრიშვილის ადვოკატმა "პირველებს" მიაწოდა ინფორმაცია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფიზიკურად ვატო ყიფიანმა, [ავთანდილ] ბილანიშვილმა და კიდევ რამდენიმე პირმა მიაყენა, რის შემდეგაც ძმებმა ფეიქრიშვილებმა თვითდაზიანებები მიიყენეს.

ტყუპების დაკავაბა: 

40 წლის ძმები, გიორგი და ვით ფეიქრიშვილები 22 სექტემბერს დააკავეს. დაკავენბულია ტყუპების პირადი მცველი ალექსანდრე ჩაფოძეც. 

გამოძიება გიორგი ფეიქრიშვილს დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას ედავაბა. საქმის მასალების მიხედვით, ფეიქრიშვილმა ბიზნემსმენი რატი გურგენიშვილი თბილისში, ერთ-ერთ სახლში აიყვანა და კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობის თანხის გადახდა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ბრალდება 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

რაც შეეხება დავით ფეიქრიშვილსა და ალექსანდრე ჩაფოძეს მათ ჯგუფურ ხულიგნობას ედავებიან. 

  • ორივე მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა, ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ 2 ოქტომბერს ძმებს ახალი ბრალდება წარუდგინა - ამჯერად საუბარია 10 მილიონი ლარის „გათეთრებაზე“.

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების დაკავება: 

 ვატო ყიფიანის, ავთანდილ ბილანიშვილის და შოთა ყიფიანის დაკავების შესახებ ცნობა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 15 ოქტომბერს დაადასტურა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 14 ოქტომბერს, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში, დაკავებულები ფიზიკურად გაუსწორდნენ კაცს, რომლის ვინაობასაც საგამოძიებო ორგანო არ ასახელებს. 

  • დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.