ადვოკატის მტკიცებით, დავით ფეიქრიშვილის საკანში სათვალთვალო კამერები 15-16 ოქტომბერს მოხსნეს

20.10.26 17:17
ადვოკატის მტკიცებით, დავით ფეიქრიშვილის საკანში სათვალთვალო კამერები 15-16 ოქტომბერს მოხსნეს

 

 

ძმები ფეიქრიშვილების ადვოკატი, პაატა გოგიაშვილი "პირველებს" ეუბნება, რომ მას შემდეგ რაც დავით ფეიქრიშვილს საკანში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები შეუსახლეს, მის საკანში სათვალთვალო კამერები მოხსენეს. 

უფლებადამცველი ამბობს, რომ 15-16 ოქტომბრამდე ორი ძმის კამერა აღჭურვილი იყო ვიდეო-თავლით. 

 ადვოკატი კამერების გამოქვეყნებას და საკანში მომხდარი სავარაუდო ძალადობის ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. 

მე პირველად რომ მოვინახულე ესენი, ორივე ძმა გვერდიგვერდ საკნებში იყვნენ, თან ვიდეო-თვალით აღჭურვილ საკნებში. ან 15 ან 16 რიცხვში ორივე ძმას კამერა შეუცვალეს. როგორც ვიცი, გოგა ფეიქრიშვილის საკანი აღჭურვილია ვიდეო-თვალით, დათო ფეიქრიშვილის საკანი აღჭურვილი არ არის. წარმოიდგინეთ, ელემენტარული რეაგირება არ მოხდენია აღნიშნულ ფაქტს და ახლა დამატებით მტკიცებულებად ის, რომ დავუშვათ შიგნით ვიდეო-თვალი დააყენონ, ვის უნდა ეს. ყველა ვარიანტში ვითხოვთ კამერების გამოქვეყნებას - დერეფანში მაინც. ახლა მივმართავ გენერალურ პროკურატურას, მყისიერი გამოძიება დაიწყონ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. ფეიქრიშვილები მისცემენ ჩვენებას, არ მისცემენ ეს მეორეხარისხოვანია, მაგრამ უნდა დაიწყოს ფაქტზე გამოძიება და დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვისაც მონაწილეობა აქვს აღნიშნულ დანაშაულთან. დამიბარეს და ახლა უნდა შევიდე ციხის ადმინისტრაციაში. ვინ უნდა შემხვდეს არ ვიცი, საქმის კურსში არ ვარ", - აცხადებს ადვოკატი.

გლდანის ციხეში მყოფი დავით ფეიქრიშვილის ადვოკატმა "პირველებს" მიაწოდა ინფორმაცია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფიზიკურად ვატო ყიფიანმა, [ავთანდილ] ბილანიშვილმა და კიდევ რამდენიმე პირმა მიაყენა, რის შემდეგაც ძმებმა ფეიქრიშვილებმა თვითდაზიანებები მიიყენეს.

ტყუპების დაკავაბა: 

40 წლის ძმები, გიორგი და ვით ფეიქრიშვილები 22 სექტემბერს დააკავეს. დაკავენბულია ტყუპების პირადი მცველი ალექსანდრე ჩაფოძეც. 

გამოძიება გიორგი ფეიქრიშვილს დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას ედავაბა. საქმის მასალების მიხედვით, ფეიქრიშვილმა ბიზნემსმენი რატი გურგენიშვილი თბილისში, ერთ-ერთ სახლში აიყვანა და კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობის თანხის გადახდა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ბრალდება 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

რაც შეეხება დავით ფეიქრიშვილსა და ალექსანდრე ჩაფოძეს მათ ჯგუფურ ხულიგნობას ედავებიან. 

  • ორივე მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა, ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ 2 ოქტომბერს ძმებს ახალი ბრალდება წარუდგინა - ამჯერად საუბარია 10 მილიონი ლარის „გათეთრებაზე“.

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების დაკავება: 

 ვატო ყიფიანის, ავთანდილ ბილანიშვილის და შოთა ყიფიანის დაკავების შესახებ ცნობა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 15 ოქტომბერს დაადასტურა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 14 ოქტომბერს, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში, დაკავებულები ფიზიკურად გაუსწორდნენ კაცს, რომლის ვინაობასაც საგამოძიებო ორგანო არ ასახელებს. 

  • დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.