პარტიების აკრძალვის გეგმა - საკონსტიტუციოში ხვალინდელი პროცესისთვის ემზადებიან

20.10.26 18:28
პარტიების აკრძალვის გეგმა  - საკონსტიტუციოში ხვალინდელი პროცესისთვის ემზადებიან

საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალინდელი პროცესისთვის მზადება მიმდინარეობს.

ხვალიდან, 21 ოქტომბრიდან, სამი დღის განმავლობაში სასამართლო მოუსმენს “ქართულ ოცნებას“ და იმ პარტიების წევრებს, ვის აკრძალვასაც ივანიშვილის გუნდი ითხოვს.

უკვე ცნობილია, რომ დარბაზში მონაწილე მხარეების გარდა არავინ დაიშვება. შეზღუდვით იმუშავებს მედიაც. პროცესს ჟურნალისტები არა სხდომათა დარბაზიდან, არამედ სასამართლოს ფოიედან დააკვირდებიან.

არსებული ინფორმაციით, სხდომა 12:00 საათზე დაიწყება. ჯერჯერობით უცნობია, რა გრაფიკით იმუშავებს სასამართლო.

ადგილზე მობილიზებული სპეციალური დაცვის სამსახური, რომელიც აკონტროლებს ვითარებას.

საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვას იწყებს, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს. სასამართლო სხდომები ბათუმში, 21, 22 და 23 ოქტომბერს, ზედიზედ არის ჩანიშნული.