უკრაინისთვის Starlink-ის მუშაობის შენელების ბრძანება ილონ მასკმა გასცა - The Wall Street Journal

21.10.26 10:47
უკრაინისთვის Starlink-ის მუშაობის შენელების ბრძანება ილონ მასკმა გასცა - The Wall Street Journal

The Wall Street Journal-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომლის მიხედვითაც, უკრაინისთვის Starlink-ის მუშაობის შენელების ბრძანება ილონ მასკმა გასცა.

WSJ-ის ცნობით, წყაროების ნაწილის განცხადებით, მასკმა Starlink-ის სიჩქარის შენელების საკითხი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან, მათ შორის, თავად პრეზიდენტ დონალდ ტრამპთანაც განიხილა.

გავლენიანი მედია საშუალება აღნიშნავს, რომ Starlink-ის მუშაობის შეფერხების შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებების შემდეგ თეთრ სახლში არაოფიციალური გამოძიება დაიწყო.