,,თიბისი ბანკის" საქმე - მამუკა ხაზარაძე 17 მილიონის სესხების ეპიზოდს განმარტავს
"ლელოს" ლიდერმა სასამართლო პროცესზე ავთანდილ წერეთლისგან ფულის სესხების ეპიზოდზეც ისაუბრა და განმარტა, რისთვის დასჭირდა თანხა. მამუკა ხაზარაძემ წერეთელი ბიზნეს- პარტნიორად მოიხსენია.
აღნიშნულით ხაზარაძემ მოსამართლისთვის იმის არგუმენტირება სცადა, რომ თაღლითურ სქემას ადგილი არ ჰქონია.
ისევ დავურეკე ჩემს ძველ მეგობარს, ავთო წერეთელს, რომელსაც ვუთხარი, გაქვს თუ არა საშუალება, რომ 17 მილიონი გვასესხო? ეს იმ ადამიანს, რომელსაც 7 მილიონი წინა წელს დავუბრუნეთ და ბევრი მილიონი დაგვიბრუნებია თავის დროზე ყოველგვარი გადაცილების გარეშე. ავთომ დასვა სერიოზული კითხვა, რომ 17 მილიონი არის დიდი თანხა და როგორ ვაპირებდით მის დაბრუნებას. ავთო წერეთელს მე ვუთხარი, რომ ავთო, სამოცი მილიონი ვისესხეთ ამ ხელშეკრეულების ქვეშ და ჩადებული გვაქვს უკვე ბანკში, ვამთავრებთ და ეს არის გარანტია, რომ არაფერი ამას არ ემუქრება. აგერ არის ევროპის ყველაზე დიდი ბანკი, ხელმოწერილი დოკუმენტი, "ჯეტი მორგანი" გვენდო და შენც უნდა გვენდო. მოხდა ეს ერთ დღეში. ჩვენ სამგორიდან მიღებული ფული ბანკში კი არ ჩავრიცხეთ, გავისტუმრეთ ვალდებულება ჰოლანდილების. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, უკვე დიდი ხნის წინ აღებული სესხის გადაფინანსირება მოვახდინეთ უფრო დაბალპროცენტიანი სესხით ბატონო ავთოსგან, - თქვა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს გამოძიება ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.