წერილში ეწერა, რომ ,,ტვ პირველის" სარედაქციო პოლიტიკა უნდა შეგვეცვალა - ხაზარაძე სს საქმის დაწყების მიზეზებზე

06.12.21 13:35
წერილში ეწერა, რომ ,,ტვ პირველის" სარედაქციო პოლიტიკა უნდა შეგვეცვალა - ხაზარაძე სს საქმის დაწყების მიზეზებზე

,,თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა საკუთარ სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ გაიხსენა,  როგორ დაიწყო მისი  და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა. 

მამუკა ხაზარაძის ამბობს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მან "ქართული ოცნების" ლიდერის, გიორგი გახარიასგან, მუქარის წერილი მიიღო, რომელიც ,,ტვ პირველის" სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას და "იმედის" ტრენდზე გადასვლას ითხოვდა.

ხაზარაძის თქმით, სწორედ დაკვეთის არშესრულების შემდეგ დაიწყო მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა.

2018 წელს ჩვენ მივიღეთ, ბადრი ჯაფარიძეს გადასცეს ხელიდან ხელში იმ დროინდელმა შს მინისტრმა მუქარის წერილი, სადა ეწერა, რომ მე და ბადრისაც უნდა გვემოქმედა, რომ ტვ პირველის სარედაქციო პოლიტიკა შეგვეცვალა და თუ ამას არ გავაკეთებდით, ჩვენ საერთაშორისო მასშტაბით და ადგილზე ვიქნებოდით ძალიან შევიწროებული... სერიოზული მუქარა იყო მოკლედ. ჩვენ, ბუნებრივია, ეს არ შეგვისრულებია. როგორც კი დაინახეს, რომ ჩვენ არანაირი ქმედება არ განვახორციელეთ, ვერ განვახორციელებდით, იმიტომ, რომ ჩვენ არც მფლობელობა გვქონია ამ ტელევიზიაში და არც სხვა ბერკეტი, მე ვიქენი გამოძახებული და ბადრი ჯაფარიძე დეკემბერში პროკურატურაში მოწმის სახით, - განაცხადა ხაზარაძემ. 

მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს გამოძიება   ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.  

მსგავსი სიახლეები