ლევან ცუცქირიძე საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს
ლევან ცუცქირიძე საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს - "თავისუფლების მოედნის" დამფუძნებლის დარბაზიდან გაძევების გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ მიიღო.
- „გთხოვთ, რომ იპოვოთ თქვენს თავში ძალა და გამოიყენოთ“, - მიმართა ცუცქირიძემ მოსამართლეებს სხდომის გახსნამდე.
- „ვიღაცის მომავალი დაწერილია და თქვენი ჯერ არა“, - თქვა ლევან ცუცქირძემ დარბაზიდან გაყვანის დროს.
საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა დაიწყო. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.