ჩემი შვილი კაცია, ჩუჩელა არ არის - 22 წლის ბიჭის მკვლელობაში მსჯავრდებულის დედა სასამართლოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

21.10.26 13:30
ჩემი შვილი კაცია, ჩუჩელა არ არის - 22 წლის ბიჭის მკვლელობაში მსჯავრდებულის დედა სასამართლოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

 

 

22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული გიორგი პაპაშვილის დედა მოსამართლის გადაწყვეტილებაზე პირველ კომენტარს აკეთებს. 

ლეილა დეკანოიძე ამბობს, რომ ნინო გალუსტაშვილის განაჩენს, რომელის მიხედვითაც პაპაშვილს უვადო პატიმრობა მიესაჯა, შემდეგ ინსტანციაში გაასაჩივრებს. 

"ჩემი შვილი არ არის იმ მუხლით გასამართლებული, რაც მას ეკუთვნის" -  ამბობს მსჯავრდებულის დედა. 

ლეილა დეკანოიძე ამტკიცებს, რომ მისი შვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი "ჟურნალისტების ტყუილების" დამსახურებაა.

„გავასაჩივრებთ, რადგან ჩემი შვილი არ არის იმ მუხლით გასამართლებული, რაც მას ეკუთვნის. ეს არ ეკუთვნოდა, ალბათ, წლები - 20-მდე. 20 წელი მსუბუქია? ასე პუბლიკანტები რომ გახდით, იმიტომ მიუსაჯეს ჩემს შვილს. ჩემი შვილი დამნაშავეა, ოჯახის მწუხარებას ვიზიარებ, მეც დედა ვარ, დამნაშავეა, მაგრამ ისე არა, რა განაჩენიც გამოუტანეს. ვიბრძოლებ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე.

როგორ გეკადრებათ, დღესაც რომ გამოუშვან, ჩემს შვილს უკან დავაბრუნებ, მე ის დედა არ ვარ. თქვენი ბევრი ტყუილის გამოა ეს, ბევრი ტყუილი გაქვთ ნათქვამი! კაცია და იმიტომ აღიარებს, ჩუჩელა არ არის!" - განაცხადა დეკანოიძემ.

წამებით მოკლული თაზო მთივლიშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა - რუსეთიდან ექსტრადირებული გიორგი პაპაშვილს უვადო პატიმრობა შეუფარდეს. 

გადაწყვეტილება ნინო გალუსტაშვილმა მიიღო. 

22 წლის მეშაურმის ოჯახი ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. ოჯახის პოზიციით, საქმეში არაერთი მტკიცებულებაა, რომელიც ადასტურებს, რომ ბრალდებულმა თაზო მთივლიშვილი ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ კი,  სამზარეულოს ხის დაფა რამდენჯერმე ჩაარტყა თავში და მოკლა. 

გამოძიების ვერსიით, ახალგაზრდა, რომელიც ერთ-ერთი საშაურმის თანამშრომელი იყო, ჯერ ჯგუფურად აწამეს, შემდეგ კი მოკლეს. ცხედარი ბინაში ჩაკეტეს, თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

 

მსგავსი სიახლეები