საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

21.10.26 13:49
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა - გადაწყვეტილება რამდენიმეწუთიანი თათბირის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ ამცნო დარბაზში შეკრებილებს. 

  • აღნიშნული შუამდგომლობა სხდომაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დააყენეს. მათმა ნაწილმა პლენუმის სრული შემადგენლობის, ხოლო ნაწილმა მხოლოდ რამდენიმე მოსამართლის აცილება მოითხოვა.

„საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის აცილება უბრალოდ იმის გამო, რომ ვინმეს მოსამართლე არ მოსწონს, ბიოგრაფია არ მოსწონს ან მისი განვლილი გზა, ეს არ წარმოადგენს მოსამართლის აცილების საფუძველს და ზოგადად სამართლებრივ საფუძვლებს“, - თქვა სხდომის თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ.

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.

მსგავსი სიახლეები