წამებით მოკლული 22 წლის თამაზ მთივლიშვილის დედა მოსამართლის გადაწყვეტილებაზე პირველ კომენტარს აკეთებს
განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული 22 წლის თამაზ მთივლიშვილის დედის, ეთერ აკოფაშვილის განცხადებით, სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულს გიორგი პაპაშვილს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
როგორც აკოფაშვილი განმარტავს, დღევანდელმა გამოტანილმა განაჩენმა საზოგადოებას უჩვენა, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს წინ ვერავინ დაუდგება და დღევანელი დღე მაგალითი იქნება.
“ეს იყო სამართლიანი გადაწყვეტილება და განაჩენი. სწორედ ამისთვის ვიბრძოდი, სწორედ ამისთვის მოვედი დღემდე! სწორედ ამას ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმე, არსი და მართლმსაჯულება, რომ მკვლელების და ჯალათების ადგილი არ არის ამ ქვეყანაში.
იბრძოლა, მაგრამ შედეგი? მტკიცებულებებს რას უზამს? ვერსად წაუვა მართლმსაჯულებას, მას წინ ვერავინ დაუდგება, ეს ყველამ კარგად დაიმახსოვროს! დღევანდელმა დღემ გვაჩვენა, რომ ვერასდროს განმეორდება მსგავსი სიტუაციები” - განაცხადა აკოფაშვილა ჟურნალისტებთან.
წამებით მოკლული თაზო მთივლიშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა - რუსეთიდან ექსტრადირებული გიორგი პაპაშვილს უვადო პატიმრობა შეუფარდეს.
გადაწყვეტილება ნინო გალუსტაშვილმა მიიღო.
22 წლის მეშაურმის ოჯახი ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. ოჯახის პოზიციით, საქმეში არაერთი მტკიცებულებაა, რომელიც ადასტურებს, რომ ბრალდებულმა თაზო მთივლიშვილი ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ კი, სამზარეულოს ხის დაფა რამდენჯერმე ჩაარტყა თავში და მოკლა.
გამოძიების ვერსიით, ახალგაზრდა, რომელიც ერთ-ერთი საშაურმის თანამშრომელი იყო, ჯერ ჯგუფურად აწამეს, შემდეგ კი მოკლეს. ცხედარი ბინაში ჩაკეტეს, თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.