ყველა მედიკამენტი, რასაც საკაშვილი რუსთავის ციხეში იღებდა, ხელმოწერილია მისი პირადი ექიმის მიერ - ნინო შარაშენიძე

06.12.21 14:11
ყველა მედიკამენტი, რასაც საკაშვილი რუსთავის ციხეში იღებდა, ხელმოწერილია მისი პირადი ექიმის მიერ - ნინო შარაშენიძე

სახელმწიფო კონსილიუმის ექიმი, ნინო შარაშენიძე, აცხადებს, რომ ყველა მედიკამენტი, რასაც მიხეილ სააკაშვილი სასჯელარსრულების სიტემაში ყოფნისას იღებდა, ხელმოწერილია მისი პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის, მიერ.

იყო დეტალურად აღწერილი და ჩაწერილი იმ სამედიცინო დოკუმენტაციაში, რომელსაც პირადად აწერდა ხელს ნიკოლოზ ყიფშიძე. შესაბამისად, მათ ჰქონდათ სრული ინფორმაცია ყველა მედიკამენტზე, რასაც იღებდა.

არც ერთი მედიკამენტი, რომელსაც იღებდა ბატონი პრეზიდენტი სასჯელაღსრულების დეპარტამენტში  შემოსვლის დღიდან, მისი დოზა არ გაზრდილა, იღებდა წამლებს, რომელიც დანიშნული იყო პოსტკოვიდური, უძილობისა და ნერვოლოგიური პრობლემების გამო - განუცხადა ტვ პირველს სახელმწიფო კონსილიუმის წევრმა, ჰემატოლოგმა ნინო შარაშენიძემ.

როგორც გაირკვა, საქართველოს მესამე პრეზიდენტს ციხეში ფსიქოტროპიულ წამლებს ასმევდნენ. საკითხზე მოკლვლევა ცენტ ,,ემპათიამ"  ჩაატარა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, კომისიის დაკვნა ცნობილი სამ დღეში გახდება.

მისივე განცხადებით დოკუმენტში დეტალურად იქნება გაწერილი, რა სახის სამედიცინო დახმარება გაიარა მიხეილ სააკაშვილმა ჯერ რუსთავის ციხეში, შემდეგ გორიის ჰოსპიტალში, როცა მას ფსიქოზის სამკურნალო პრეპარატებს დიდი დოზებით აწვდიდნენ.

იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ჯანმრთელობისთვის საზიანო მედიკამენტების აძლევდნენ, არასწორი სამკურნალო პროტიკოლი თან დაერთვება სტრასბურგში გაგზავნილ სააკაშვილის საქმეს.