"ფეიქრიშვილების ტელეფონის მასალა" - ამ აღწერილობით ვრცელდება TikTok - ზე ორი ჩანაწერი

21.10.26 15:59
"ფეიქრიშვილების ტელეფონის მასალა" - ამ აღწერილობით ვრცელდება TikTok - ზე ორი ჩანაწერი

"ფეიქრიშვილების ტელეფონის მასალა" - ამ აღწერილობით TikTok - ზე ორი ჩანაწერი ვრცელდება, [ერთი ვიდეო-მასალა, მეორე აუდიო].

ვიდეოს აღწერილობაში ნათქვამია, რომ ვიდეოში ფეიქრიშვილებიდან ერთ-ერთი ძმა ჩანს, რომელმაც, მასთან ერთად მყოფ პირთან ერთად ე.წ. კანონიერი ქურდები ფარულად ჩაწერა. 

სოციალურ ქსელში გავრცელებულ აუდიო-ჩანაწერში კი რამდენიმე პირი საუბრობს. მხარეები კი არჩევენ, ქურდული წესებით ფულის ამოღების ამბავს. ​

"პირველებმა" ჩანაწერის შესახებ კითხვები დაუსვა ძმები ფეიქრიშვილების დედას და ადვოკატს. ორივე მათგანი უარყოფს, რომ კაცი, რომელიც ვიდეოში ჩანს დავით ფეიქრიშვილია. 

ცნობისთვის, ინფორმაცია, რომ შესაძლოა, დაკავებული ყუიპების ტელეფონში გარკვეულ ინფორმაციას ინახებოდეს, ციხეში მყოფი ძმების დედამ გუშინ "პირველებს" დაუდასტურა და თქვა: "ეტყობა, ჩემი შვილის ტელეფონში ისეთი კომპრომატია, რომ შეძრავს ამ ქვეყანას". 

ოჯახი ამტკიცებს, რომ ფიზიკური დაზიანება ძმებიდან ერთ-ერთს, დავით ფეიქრიშვილს ვატო ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, შოთა ყიფიანმა და კიდევ ორმა პირმა მიაყენეს. დედისა და ადვოკატის თქმით, ისინი პატიმრისგან ტელეფონის კოდს ითხოვდნენ.