კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც

21.10.26 16:23
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც

ირაკლი კობახიძე დავით ფეიქრიშვილის შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიების დასრულებას ელოდება. მისი თქმით, გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც. 

"გამოძიებას დაველოდოთ, მთავარია, გამოძიებამ ყველა კითხვას გასცეს პასუხი, რა იყო დაზიანება, რა იყო დაზიანების მიზეზი, რა იყო ციხის ადმინისტრაციის როლი და ა.შ. ამის შემდეგ, გპირდებით, რომ კომენტარებს გავაკეთებ"- თქვა კობახიძემ "პირველების" შესაბამისი კითხვის პასუხისას. 

კითხვაზე, დაპირისპირებული მხარეების ერთ საკანში შესახლება არის თუ არა ციხის ადმინისტრაციის მხრიდან გადაცდომა, კობახიძე კვლავ პასუხობს, რომ ის გამოძიების შედეგებს ელოდება.

მე როგორც ვიცი, გამოძიება დაწყებულია. როგორც ვიცი, გამოძიება კონკრეტულად, სავარაუდო ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზეა დაწყებული, მე პირადად, გამოძიების შედეგებს დაველოდები და მერე ვნახოთ, რა კომენტარი მექნება...

ყველაფერს გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც. გამოძიებას დაველოდოთ, მთავარია, გამოძიებამ ყველა კითხვას გასცეს პასუხი, რა იყო დაზიანება, რა იყო დაზიანების მიზეზი, რა იყო ციხის ადმინისტრაციის როლი და ა.შ. ამის შემდეგ, გპირდებით, რომ კომენტარებს გავაკეთებთ. კითხვები კი არა, ველოდები გამოძიებას, გამოძიების შედეგებს ველოდები აბსოლუტურად ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.

პატიმარი დავით ფეიქრიშვილი, რომელიც “ვივამედში“ გუშინ გადაიყვანეს, ისევ კლინიკაში რჩება.

ოჯახის მტკიცებით, ძმები ფეიქრიშვილებიდან ერთ-ერთი დავით ფეიქრიშვილი ციხეში სასტიკად სცემეს.  დაკავებულის ადვოკატის, პაატა გოგიაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყიფ პირს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული, დამტვრეული აქვს ნეკნები, და თავზე აღენიშნება სისხლჩაქცევები.

ოჯახის განცხადებით,  ფიზიკური დაზიანება ფეიქრიშვილს ვატო ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, შოთა ყიფიანმა და კიდევ ორმა პირმა მიაყენეს.

ვატო ყიფიანი ბრალდებებს უარყოფს. მისი ადვოკატი "პირველებთან" აცხადებს, რომ ყიფიანი ფექირიშვილის საკანში შესახლებული არ ყოფილა.