ოპოზიცია მტკიცებულებების ნუსხიდან წულუკიანის კომისიის დასკვნის ამოღებას ითხოვს

21.10.26 17:07
ოპოზიცია მტკიცებულებების ნუსხიდან წულუკიანის კომისიის დასკვნის ამოღებას ითხოვს

პარტიების აკრძალვის საქმე - ოპოზიცია მტკიცებულებების ნუსხიდან თეა წულუკიანის კომისიის დასკვნის ამოღებას ითხოვს. ამის შესახებ შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე "ძლიერი საქართველო-ლელომ" და პარტია "ახალის" თავმჯდომარემ ნიკა გვარამიამ დააყენა.  

ჩვენი შუამდგომლობა ეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მასალების მტკიცებულად დაუშვებლად ცნობას", - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

"ძლიერი საქართველო-ლელო" წულუკიანის კომისიის დასკვნის გარდა ასევე იტხოვს, რომ სარჩელიდან ამოღებულ იქნას ის პოლიტიკური განცხადებები, რასაც ეს სარჩელი ეყრდნობა. 

ძირითადად, მათი სასარჩელო მოთხოვნები რასაც ეყრდნობა, არის სწორედ პოლიტიკური განცხადებები - ეს ყველაფერი მათ მოტანილი აქვთ მტკიცებულებად. თუ თქვენ ასე მიიჩნევთ, რომ პოლიტიკური განცხადებები ამ შემთხვევაში არ არის სამართლებრივად შეფასებადი, ამ შემთხვევაში, ყველა ეს ბმული, ყველა განცხადება არ უნდა იყოს მიღებული მტკიცებულებად. ჩვენი შუამდგომლობაც არის მათ შორის, რომ ეს საგამოძიებოს დასკვანა არ იქნეს დაშვებული, ისევე როგორც ნებისმიერი პოლიტიკური განცხადება, რის გამოც აპირებენ  "ქართული ოცნების" დეპუტატები, რომ პოლიტიკური ოპოზიცია ამ ქვეყანაში გააქრონ", - აცხადებს გიორგი სიორიძე. 

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.

მსგავსი სიახლეები