"პირველებმა" ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების ნაწილის ვინაობა დაადგინა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების ნაწილის იდენტიფიცირება "პირველებმა" მოახდინა. დავით ზურაბაშვილის ნარკორეალიზატორობას ედავებიან.
ზურაბაშვილი დანაშაუსლ არ აღიარებს. მისი ადვოკატი საქმეზე საუბარს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდეგ გააკეთებს.
ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით დაკავებულია თემურ გერმისაშვილიც - მასაც უვადო პატიმრობა ემუქრება.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათ შორის 62 ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული პირია,- ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებულთა შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
საქმის მასალების მიხედვით, გამსაღებლების ნაწილი ნარკოტიკის შოკოლადის ქაღალდებში ფუთავდა და ყიდდა.