ადვოკატი განმარტავს, რატომ მიიღო თამაზ ელიზბარაშვილმა საპროცესო შეთანხმების მოთხოვნის გადაწყვეტილება

22.10.26 11:41
ადვოკატი განმარტავს, რატომ მიიღო თამაზ ელიზბარაშვილმა საპროცესო შეთანხმების მოთხოვნის გადაწყვეტილება

 

 

 

დაკავებული ბიზნესმენის, თამაზე ლიზბარაშვილის ადვოკატი, ლექსო სვიმონიშვილი განმარტავს, რატომ მიიღო მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა საპროცესო შეთანხმების მოთხოვნის გადაწყვეტილება.

როგორც უფლებადამცველმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, ელიზბარაშვილმა აღიარა ის ქმედება, რასაც პირველ სხდომაზეც აღიარებდა, რომ ნამდვილად დაბრუნდა რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე და მეორე დღეს ნამდვილად გამოაქვეყნა პოსტი და ჩაწერა ლაივ - მიმართვა.

მუხლი, რომლითაც ბრალი აქვს წარდგენილი თამაზ ელიზბარაშვილს, არ არის დამოკიდებული მხოლოდ ბრალდებულის ქცევაზე, გასათვალისწინებელია ყოველთვის დაზარალებულის სუბიექტური აღქმა. ვინაიდან, დაზარალებულებმა სუბიექტურად აღიქვეს როგორც თამაზე ელიზბარაშვილის ქმედება, როგორც მათ მიმართ მიამრთული, თითქოს, სიცოცხლის და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, ამ შემთხვევაში უკვე მუხლის შემადგენლობა სახეზე გვაქვს. სწორედ ამიტომ მიიღო თამაზ ელიზბარაშვილმა გადაწყვეტილება, რომ გაეფორმებინა საპროცესო შეთანხმება ბრალდების მხარესთან. პირობები შემდეგია: 9 თვე პირობითი მსჯავრი, 1წელი გამსოაცდელი ვადა და 50 ათას ლარიანი ჯარიმა. ელიზბარაშვილმა აღიარა ის ქმედება, რასაც პირველ სხდომაზეც აღიარებდა, რომ ნამდვილად დაბრუნდა რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე და მეორე დღეს ნამდვილად გამოაქვეყნა პოსტი და ჩაწერა ლაივ - მიმართვა. აღნიშნული ქმედება სუბიექტურად მიიღეს დაზარალებულებმა როგორც მუქარა და გაუჩნდათ ამ მუქარის განხორციელების შიში. ელიზბარაშვილმა მისი ქმედება აღიარა, ასევე დაზარალებულების პოზიცია იყო გასათვალისწინებელი, რომ მათ ეს შიში გაუჩნდათ,- განაცხადა უფლებადამცველმა. 

  • თამაზ ელიზბარაშვილი ციხეს საპროცესო გარიგების სანაცლოდ დატოვებს.  ბიზნესმენს, რომელიც ტელეკომპანია იმედის თანამშრომლებზე მუქარის ბრალდებით დააკავეს, ციხის კარს 50 ათას ლარიანი ჯარიმით და 9 თვიანი პირობითით გაუხსნიან.  ელიზბარაშილი გლდანის ციხიდან საქალაქო სასამართლოშია ეტაპირებული, უკვე გადახდილია ჯარიმაც.

თამაზ ელიზბარაშვილი 1 სექტემბერს, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს. 3 სექტემბერს კი პროკურატურამ მას მუქარის მუხლით ბრალდება წარუდგინა. გამოძიება მუქარისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს. საქმეში 7 დაზარალებული ფიგურირებს, რომელთაგან ოთხის ვინაობაა ცნობილი. ელიზბარაშვილი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ პროვოკაცია მოაწყვეს.