თამაზ ელიზბარაშვილის სიტყვა სასამართლოზე

22.10.26 12:15
თამაზ ელიზბარაშვილის სიტყვა სასამართლოზე

მე ვხვდები, რაც ვთქვი, მუქარა იყო, რა თქმა უნდა, დავემუქრე. რა ბრალიც წამიყენა პროკურატურამ, ვაღიარებ - ამის შესახებ ბიზნესმენმა, თამაზ ელიზბარაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც მის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მსჯელობენ.

ელიზბარაშვილმა სხდომაზე მომხდართან დაკავშირებით განმარტებაც გააკეთა.

„დიახ, ქალბატონო მოსამართლე, ვიმყოფებოდი, მეუღლესთან ერთად, სადაც 7 მთვრალი ახალგაზრდა დამადგა თავს, ხმამაღალი საუბრო დამიწყეს რომ 3 თვით ადრე დამიწერია შალვა კუჭაშვილის მისამართით და ბოდიშის მოხდას მთხოვდნენ, 15 წუთის განმავლობაში "მაკაჩავეს", ვუთხარი, რომ მეუღლეს დავტოვებდი სახლში და ჩამოვიდოდი. როცა მივიდოდი, ამ ბიჭებმა მომაძახეს უკან ჩამომსვლელი არ ხარო, მე როგორც ვაჟკავმა, კაცმა გადავწყვიტე უკან დავბრუნებულიყავი, სხვა დროსაც რომ იგივე არ მომხდარიყო, გამერკვია, რა პრეტენზია ჰქონდათ. თავს ცოლთან ერთად არ ვაცემინებდი ამ 7 კაცს. ჩემს დანახვაზე გაიქცნენ, მოელანდათ რომ იარაღი მქონდა. ვაღიარებ, რომ ჩემი დანახვა შეეშინდათ ამ ბიჭებს, მათგან ბოდიშის მოხდა მოვითხოვე, ეს როგორც ჩანს, დანაშაული ყოფილა. მე ვაღიარებ",- განაცხადა ელიზბარაშვილმა.

  • თამაზ ელიზბარაშვილი ციხეს საპროცესო გარიგების სანაცლოდ დატოვებს.  ბიზნესმენს, რომელიც ტელეკომპანია იმედის თანამშრომლებზე მუქარის ბრალდებით დააკავეს, ციხის კარს 50 ათას ლარიანი ჯარიმით და 9 თვიანი პირობითით გაუხსნიან.  ელიზბარაშილი გლდანის ციხიდან საქალაქო სასამართლოშია ეტაპირებული, უკვე გადახდილია ჯარიმაც.

თამაზ ელიზბარაშვილი 1 სექტემბერს, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს. 3 სექტემბერს კი პროკურატურამ მას მუქარის მუხლით ბრალდება წარუდგინა. გამოძიება მუქარისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს. საქმეში 7 დაზარალებული ფიგურირებს, რომელთაგან ოთხის ვინაობაა ცნობილი. ელიზბარაშვილი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ პროვოკაცია მოაწყვეს.