კობახიძის შესახებ სტატიის გამოქვეყნების გამო დაკავებული ჟურნალისტის ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს

22.10.26 13:40
კობახიძის შესახებ სტატიის გამოქვეყნების გამო დაკავებული ჟურნალისტის ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს

დაკავებულია სტატიის გამოქვეყნების გამო - ასეთია დიტო ჩუბინიძის ოჯახის პირველი შეფასება, კობახიძის შესახებ სტატიის გამოქვეყნების გამო დაკავებული ჟურნალისტის დაკავების შემდეგ.

როგორც ისინი ამბობენ, ჩუბინიძე სოფელ უხუთში იმ დროს დააკავეს, როდესაც ასაკოვან დედასთან ერთად იმყოფებოდა. მათთვის ბრალდება გაუგებარია.

არაფერი ვიცი, ადვოკატი ვინ გვეყოლება, მე არ ვიმყოფებოდი სოფელში, როგორც გადმოცემით ვიცი, მოვიდნენ პროკურატურის წარმომადგენლები და სადაც იმყოფებოდა ჩემი მოხუცი დედა, ჩემ ძმასთან ერთად და სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააკავესო. ჩემი ეჭვი მაქვს, ერთადერთი სტატიის გამო, რაც დავით გარეჯს შეეხებოდა, მეტი მე არაფერი მახსენდება ისეთი. ბოლო პერიოდში რაც იყო, თქვენც კარგად მოგეხსენებათ, სასამრთლოზე, დაკითხვაზე იყო დაბარებული ჩემი ძმა, ამის შემდეგ არ მომხდარა არავითარი შეხმიანება. ძალიან მიწყნარდნენ, მიჩუმდნენ, მაგრამა ხლა ასეთი ამბავია, - ამბობს დიტო ჩუბინიძის და, ნატო ჩუბინიძე. 

სამშობლოს ღალატის, საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე დააკავეს.

საგამოძიებო უწყება ჩუბინიძეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვაზრთან მდებარე დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ედავება.

პროკურატურაში თქვეს, რომ „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს". მას 4-წლიანი პატიმრობა ემუქრება.