ადვოკატი არ პასუხობს კითხვას, ემსახურება თუ არა ჩუბინიძის დაკავება ღარიბაშვილისთვის ბრალის დამძიმებას
კობახიძის შესახებ სტატიის გამოქვეყნების გამო დაკავებული ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის ადვოკატის, ნონა ფილაურის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი იმერეთში დააკავეს და ახლა მისი ეტაპირება ხორციელდება.
როგორც ის ამბობს, მასსა და დაკავებულს შორის კომუნიკაცია არ შემდგარა, შესაბამისად, დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
ის იყო იმერეთში, თავის საცხოვრებელ ბინაში, როგორც მე ვიცი უკვე დაკავებულია. მე ის პირადად არ მინახავს, ჩვენ შორის არანაირი კომუნიკაცია არ შემდგარა, არც საგამოძიებო მასალას არ ვიცნობ, ბრალის შემადგენლობა სრულყოფილად არ ვიცი, შესაბამისად, ამაზე მეტის თქმა, არ შემიძლია, - განაცხადა ფილაურმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა მისი დაკავება ირაკლი ღარიბაშვილისთვის ბრალის დამძიმებას ემსახურებოდეს, ადვოკატი პასუხობს:
მოდი, ნუ ავჩქარდებით, არ ვიცნობ მასალას და ამ კომენტარს ვერ გავაკეთებ.
უფლებადამცველი არ გამორიცხავს, რომ პროცესი დღესვე ჩაინიშნოს.
სამშობლოს ღალატის, საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე დააკავეს.
საგამოძიებო უწყება ჩუბინიძეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვაზრთან მდებარე დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ედავება.
პროკურატურაში თქვეს, რომ „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს". მას 4-წლიანი პატიმრობა ემუქრება.