„ოცნების“ დეპუტატები „ქოცად“ მოხსენიებას შეურაცხყოფად თვლიან

22.10.26 15:23
„ოცნების“ დეპუტატები „ქოცად“ მოხსენიებას შეურაცხყოფად თვლიან

 

 

„ოცნების“ დეპუტატები „ქოცად“ მოხსენიებას შეურაცხყოფად თვლიან - ეს ტერმინი "ქართული ოცნების" დეპუტატების მისამართით „ლელოს“ წევრმა გიორგი სიორიძემ გამოიყენა. 

ოპოზიციონერის მიერ გამოყენებულ სიტყვას "ქართული ოცნების" წარმომადგენლების კრიტიკა მოჰყვა.

ბატონო თავმჯდომარე, თქვენ განაცხადეთ, რომ სარჩელი მწყობრად იკითხებაო. ამ დარბაზში იმყოფება არაერთი იურისტი, რომელსაც განსხვავებული პოზიცია აქვს. უმრავლესობა იურისტებს, გარდა ქოცი დეპუტატებისა“, - თქვა სიორიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე. 

„სასამართლოში ასე უნდა ისაუბროთ?!“, – მიმართა სიორიძეს „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი კახიანმა.

თავის მხრივ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამაც გააკეთა შეფასება: 

„სწორი შენიშვნაა, ხომ არ მომესმა-მეთქი და ამიტომ ვერ ჩავერიე“, – განაცხადა რევაზ ნადარაიამ.

გიორგი სიორიძის თქმით, მას სიტყვა „ქოცი“ შეურაცხყოფის მისაყენებლად არ უთქვამს.

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე "ქართული ოცნების" სარჩელის განხილვა დღეს, 22 ოქტომბერს, 12:00 საათზე განახლდა. სასამართლო კვლავ შუამდგომლობების ეტაპზე რჩება.

საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.

მსგავსი სიახლეები