ომბუდსმენი პარტიების აკრძალვის საქმეში ჯერ არ ჩართულა

22.10.26 16:20
ომბუდსმენი პარტიების აკრძალვის საქმეში ჯერ არ ჩართულა

სახალხო დამცველს ამ ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი არ აქვს სასამართლოს მეგობრის მოსაზრება - იმფორმაციას ამის შესახებ "ნეტგაზეთი" ავრცელებს.

ომბუდსმენის პირველმა მოადგილემ, თამარ გვარამაძემ მედიას უთხრა ,რომ  მათთვის ცნობილია პარტიის მიმართვაზე და ამ საკითხზე „შიდა განხილვები“ მიმდინარეობს.

  • 19 ოქტომბერს პარტია „ლელომ“ ომბუდსმენს მოუწოდა, არ დარჩენილიყო პროცესის მიღმა და წარმოედგინა სამართლებრივი პოზიცია.

„ჩვენთვის ცნობილია„ ლელოს“ წარმომადგენლის მომართვის შესახებ, ამაზე მიმდინარეობს შიდა განხილვები და თუ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს სახალხო დამცველი, აუცილებლად საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. […] დღეის მდგომარეობით, ასეთი გადაწყვეტილება არ არის“, – თქვა გვარამაძემ.

ამ საკითხით დღეს სარჩელის განხილვის დროს კიდევ ერთხელ დაინტერესდა „ლელოს“ წარმომადგენელი, თორნიკე ართქმელიძე და პლენუმის წევრებს ჰკითხა, რომ არ მიუღიათ სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის მოსაზრება.

პასუხად მან მიიღო, რომ ამ ეტაპზე მოსაზრება წარმოდგენილი არაა.

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე "ქართული ოცნების" სარჩელის განხილვა დღეს, 22 ოქტომბერს, 12:00 საათზე განახლდა. სასამართლო კვლავ შუამდგომლობების ეტაპზე რჩება.

საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.

მსგავსი სიახლეები